ჩემი დღიურები ❤

♥ Forever together ♥


Lenka - The Show


 ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა. ეს დღე სხვებისგან არაფრით იყო გამორჩეული. მე,როგორც ყოველთვის, ავდექი,ტანსაცმელი ჩავიცვი და გავეშურე სკოლისაკენ. სკოლაში გაკვეთილები ჩვეულებრივად ჩატარდა, სკოლაც დამთავრდა. სკოლიდან გამოვედი და ორი სიმპათიური ბიჭი შევამჩნიე,ერთი განსაკუთრებით მომეწონა. იმ ბიჭმაც შემამჩნია. ავედი ავტობუსში და ძალაუნებურად სულ ამ ბიჭზე ვფიქრობდი. მე მყავდა ძალიან კარგი მეგობარი,რომელსაც ყველაფერს ვეუბნებოდი და ის ძალიან მიყვარდა. მე მას "იმ" ბიჭის შესახებ მოვუყევი და ისინი კლასელები აღმოჩნდნენ.მე "იმ" ბიჭს სკოლაში ყოველდღე ვნახულობდი. ვატყობდი, რომ ინტერესიდან ნელ-ნელა მოწონებაში გადავდიოდი. ის ბიჭი აშკარად მომწონდა, მაგრამ მე მისი სახელი და გვარი არ ვიცოდი. ჩემს მეგობარს მასზე ძალიან ხშირად ველაპარაკებოდი. უკვე მასზე ყველაფერი ვიცოდი, მან კი,ალბათ ჩემი სახელიც არ იცოდა. რათქმაუნდა არანაირი იმედი არ მქონდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ზუსტად ორ დღეში მისმა ძმაკაცმა დამიმატა, მან ჩემს და ჩემი "გრძნობის" შესახებ ყველაფერი იცოდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, როდესაც ამ თემაზე ვლაპარაკობდით.დამპირდა, რომ შემდეგ დღეს "იმას" გამაცნობდა :)) სკოლის შემდეგ ნიკა გამაცნეს. მე მას  Facebook-ში ხშირად ველაპარაკებოდი. ერთმანეთი კარგად გავიცანით. სკოლაშიც ხშირად ვხვდებოდით. ერთხელაც, სკოლიდან გავდიოდი, როდესაც ნიკას მეგობარმა დამიძახა,ნიკაც გვერძე ედგა... მითხრა, ნიკას შენთან საქმე აქვსო,მეც ნიკას წინ დავდექი და მან გამიმხილა რომ მასაც მოვწონდი =)) რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა..:))) სიხარულისგან არც ვიცოდი რა მექნა... იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი და არამარტო იმ დღეს... როცა ვხედავდ, ვწითლდებოდი და მისი დანახვა  ძალიან მიხაროდა :> სკოლის დამთავრებამდე დღეები რჩებოდა, როდესაც ვფიქრობდი რომ მას ვეღარ ვნახავდი, ძალიან მოწყენილი ვიყავი. =( ბედნიერი დღეები დიდხანს არ გაგრძელებულა... ცოტახანში შევიტყვე, რომ მას არასდროს ვყვარებივარ... ძალიან ცუდად ვიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყველაფერს მივხვდი და ეხლა ამ ამბავზე მეცინება..